საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: მძიმე მეტალების მიგრაციის შესწავლა სარწყავი წყლიდან მცენარეში
მოკლე აღწერა: სასარგებლო წიაღისეულის ინტენსიური ამოღება გარემოს იმდენად აბინძურებს, რომ მის გარშემო არსებულ ნიადაგებზე მოყვანილი კვების პროდუქტები ხშირ შემთხვევაში ძალზე მავნებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. გარემოს ქიმიური დამაბინძურებლებიდან ყველაზე საშიშია მძიმე ლითონები და რადიონუკლეიდები. მათი მაღალი კონცენტრაციებით შემცველობა საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ცოცხალი ორგანიზმის ბიოქიმიურ ციკლში ჩართვისას, ისინი ორგანიზმიდან ძნელად გამოიდევნება და პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. საქართველოში არსებული საბადოებიდან, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კაზრეთის საბადოები, რომლებიც მდებარეობს ბოლნისის რაიონში, მდინარე მაშავერას ხეობის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტერიტორიებზე. ეს სპილენძშემცველი სულფიდური საბადოები, რომლებიც ღია კარიერული წესით მუშავდება, ტოქსიკური ლითონებით გარემოს ინტენსიურ დაბინძურებას იწვევს. ათეულობით კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წლების განმავლობაში ნორმას საკმაოდ აღემატება. დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. ზემოთ აღნიშნული ელემენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე საზიანო გავლენას ახდენს. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. ეს პრობლემა უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება. საწარმოს მიმდებარედ არსებობს სასოფლო სამეურნეო სავარგულები, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები, ცნობილია, რომ ბოსტნეული განსაკუთრებით სენსიტიურია მძიმე მეტალების მიმართ და პირდაპირ ითვისებს მათ. ჩვენს მიერ დაგეგმილი კვლევისმიზანი მდგომარეობს შემდეგში: შევისწავლით რა წილი აქვს სარწყავ წყალს ბოსტნეული კულტურების მძიმე მეტალებით (კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია,) დაბინძურებაში, ასევე შევისწავლით მძიმე მეტალების შემცველობას აღნიშნულ რაიონებში მოყვანილ ბოსტნეულ კულტურებში და შევადარებთ სხვა რაიონების იგივე სახეობის ბოსტნეულთან.
ხელმძღვანელი: სუპატაშვილი თამრიკო
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: მძიმე მეტალები საკვებ პროდუქტში წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მეტალების არსებობა გარემო ობიექტებში შესწავლილია, მათი გავრცელების და მიგრაციის საკითხი მაინც ღიად რჩება. ამ მხრივ ჩვენი პროექტის აქტუალურობას წარმოადგენს, რომ შესწავლილი იქნება მძიმე მეტალებით დაბინძურებული სარწყავი წყლიდან როგორ ითვისებს მცენარე მათ და ხვდება თუ არა მძიმე მეტალები საკვებ პროდუქტში.
მოსალოდნელი სიახლე: დადგენილი იქნება სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის მიერ მძიმე მეტალების შეთვისების დინამიკა. ასევე დადგენილი იქნება მცენარის რომელი ნაწილი ახდენს მძიმე მეტალების აკუმულირებას.
სავარაუდო გეგმა: საკვლევ სტენდზე დარგულ სხვადასხვა ბოსტნეულ კულტურებზე იწარმოებს სარწყავი წყლის მიწოდება წვეთური მორწყვის სისტემის მეშვეობით. მცენარეთა ნახევარი მოირწყვება ჩვეულებრივი წყლით მეორე ნახევარი მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყლით. ექპერიმენტის დასაწყისში და ბოლოს მოხდება წყლის, ნიადაგის და მცენარის სხვადასხვა ნაწილების კვლევა მძიმე მეტალების შემცველობაზე.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: საუნივერსიტეტო კვლევების განვითარების პროგრამა
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 2023-01-03
დასრულება: 2024-01-03
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 19070
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: 19070
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა