საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: მხატვარი რადიშ თორდია
მოკლე აღწერა: წინამდებარე პროექტი ეძღვნება ქართველ ფერმწერს რადიშ თორდიას, რომელიც XX საუკუნის ქართველ 60-იანელთა თაობის ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი მხატვრობა, სოცრეალიზმის პრინციპებს გამიჯნული, ხელოვნების ტრადიციულ, ეროვნულ თავისებურებებს ეფუძნება, როგორც სტილურს, ასევე თემატურს და მხატვრული ძიების საინტერესო პროცესს ასახავს. რადიშ თორდიას მხატვრობის ესთეტიკა, მელოდიურობა, სამყაროს აღქმის ლირიკული ხასიათი და საკუთრივ ფერწერის გამორჩეული ოსტატობა მთელი სიცხადით წარმოჩნდება, როდესაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მასალით შესრულებულ მის სურათებს ათვალიერებ. თვალნათლივ ხედავ მხატვრის განწყობას, ცხოვრების განსხვავებული მომენტებისას რომ შეჰქმნია, მისი ინტერესის ობიექტებს, მათ მიმართ დამოკიდებულებას, ფერით თხრობის ოსტატურ მანერას, იმასაც, თუ როგორ მატერიალიზდება ფერი და იძენს იმ სიმყარეს, რომელიც ფორმაქმნადობის საფუძველი ხდება მისსავე ტილოზე. ყველაზე საინტერესო კი მხატვრული ძიების უწყვეტი, მუდმივი პროცესია, რომელსაც სტუდენტობისას, 1957 წელს შექმნილი პორტრეტიდან შეიძლება გაადევნო თვალი. უნებლიედ ჩნდება საუკუნეებისა თუ ათწლეულების წინანდელი ხელოვნების ასოციაციები, რომლებიც კლასიკური ფორმებისა და მათი თანამედროვე ინტერპრეტაციის, ასევე, სრულიად ახლებურად გააზრებული, ინდივიდუალური სახვითი მეთოდისა თუ სტილური თავისებურებების ურთიერთმიმართებაში გამოკრთება და სასიამოვნო საფიქრალს გიჩენს: გამოგზაურებს, გაგააზრებინებს, უწინ ნანახსა და განცდილს სრულიად სხვაგვარად დაგანახებსა და განგაცდევინებს. ეს არის შემოქმედება, სამყაროს მსგავსად უწყვეტად განმეორებადი პროცესებითა თუ თემებით, თუმცა, მკვეთრად განსხვავებული აღქმის თავისებურებით, დეტალებით, მუდმივად საინტერესო, მოულოდნელი რაკურსებით, მის ორიგინალურობას რომ განსაზღვრავს.
ხელმძღვანელი: ხუნდაძე ნინო
მონაწილეები: ჩიხლაძე ნინო
საკითხის აქტუალობა: მხატვრის შემოქმედების ანალიზი, დაფუძნებული კომპატრატიულ მეთოდზე, შესაძლებლობას გვაძლევს ერთი მხატვრის მაგალითზე ქართული მხატვრობის განვითარების თავისებურებაზე ვიმსჯელოთ და ასევე მხატვრობის ისტორიაში რადიშ თორდიას შემოქმედების მნიშვნელობა განვსაზღვროთ, განსაკუთრებული ადგილი მივანიჭოთ მას.
მოსალოდნელი სიახლე: რადიშ თორდიას შემოქმედება ასე მასშტაბურად - 400 ილუსტრაცია და ათეული ნამუშევრის დეტალი, პირველად დაიბეჭდება და ხელმისაწვდომი გახდება საზოოებისთვის.
სავარაუდო გეგმა:
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 2023-02-11
დასრულება: 2023-10-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 20000
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: 20000
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: გამოიცემა ორენოვანი კატალოგის სახით

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა