პროექტის დასახელება: |
ქართულ-თურქული რწმენა -წარმოდგენები და რიტუალები ქართველი და თურქულენოვანი ხალხების ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მონაცემების ჭრილში(შეპირისპირებითი კვლევა) |
მოკლე აღწერა: |
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება ქართულ-თურქული რწმენა -წარმოდგენები და რიტუალები ქართველი და თურქულენოვანი ხალხების ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მონაცემების ჭრილში. ფოლკლორი, განსაკუთრებით, რწმენა-წარმოდგენები და რიტუალები, რომელიც არა მხოლოდ შესრულების წესებს, არამედ ვერბალურ ნაწილსაც მოიცავს, ერის კულტურის განუყოფელი ნაწილია და მისი უნიკალურობის საფუძველს ქმნის. ქართველებს თავისი ისტორიის მანძილზე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ თურქულენოვან ხალხებთან, რამაც განაპირობა ლექსიკაში თურქიზმების დამკვიდრება, რელიგიური თუ კულტურული ტრადიციების გარკვეული ელემენტების შეთვისება როგორც ერთი ისე მეორე ხალხის მიერ და, შედეგად მოგვცა ერთგვარი კულტურული სინთეზი ცალკეულ ტრადიციებსა თუ რიტუალებში. ქართველებსა და თურქულენოვან ხალხებში საერთო ფოლკლორული მოტივების წყარო ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის, ან მხოლოდ ცალკეული ერების ფოლკლორი და ეთნოგრაფიული მასალაა შესწავლილი. ვფიქრობთ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი არსებული მასალის შედარებითი ანალიზი შეავსებს ამ ერთგვარ ხარვეზს. თურქულენოვან ხალხებთან ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე (დიდი თურქობიდან მოყოლებული ოსმალების ბატონობის ჩათვლით) დამპყრობლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ ქართულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რასაც ვერ ვიტყვით ტრადიციებზე, რომელიც თითოეული ერის კულტურის უნიკალური მახასიათებელია. ტრადიციების ფორმაში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუმცა შინაარსი არასდროს შეიცვლება. იმისათვის, რომ დადგინდეს მიზეზები, რამ განაპირობა ეს ცვლილებები, საჭიროა უფრო ღრმა ფოლკლორულ-ანთროპოლოგიური კვლევები. ქართველების წინაქრისტიანული და ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ ტრადიციების, თურქულენოვანი ერების ისლამამდელი ტრადიციების (ბუდიზმის, ზოროასტრიზმის, მანიქეიზმის, ქრისტიანობის, იუდაიზმის ჭრილში) და ისლამის გავრცელების შემდგომ მონაცემების შედარებითი ანალიზი, ვფიქრობთ, ნათლად წარმოაჩენს ამ ორი ერის ტრადიციებში არსებულ საერთო და განმასხვავებელ მახასიათებლებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს არგუმენტირებული და შესაბამისი კვლევის შედეგებით დადასტურებული მოსაზრებები გამოვთქვათ ქართულენოვანი და თურქულენოვანი ხალხების კულტურული ტრადიციებისა თუ რიტუალების მსგავსება/განსხვავების რაობის, ურთიერთგავლენების ან/და უნივერსალური ხასიათის შესახებ. პროექტი იგეგმება როგორც განგრძობადი ხასიათის კვლევა. კერძოდ, წარმოდგენილი განაცხადი გათვლილია ერთ წელზე და მოიცავს ძირითადად რელევანტური მასალის მოძიებას ქართულენოვან და თურქულენოვან ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ მასალაში, ყველაზე მნიშვნელოვანი და ორივე კულტურისთვის ტიპური ტრადიციების/რიტუალების გამოვლენას და მათი მახასიათებლების შესწავლის საფუძველზე კომპარატიული ანალიზის განხორციელებას. სწორედ ამ ტიპის შედარების შედეგად მიღებული მონაცემები განსაზღვრავს კვლევის შემდგომი ეტაპის დაგეგმვასა და მიზნობრივ ორიენტაციას საბოლოო შედეგზე-ამ ტიპის პირველი მონოგრაფიული ნაშრომის მომზადება ქართულ და თურქულ ენებზე ფართო ინგლისურენოვანი ანოტაციით. მიღებული დასკვნები -პუბლიკაციების, კონფერენციების და, საბოლოოდ, შემაჯამებელი ნაშრომის სახით შემოვა სამეცნიერო მიმოქცევაში და ხელმისაწვდომი იქნება ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ორივე ქვეყანაში და მათ ფარგლებს გარეთ. |
ხელმძღვანელი: |
ღუდუშაური თინა |
მონაწილეები: |
მეშველიშვილი თეა,წერეთელი მანანა |
საკითხის აქტუალობა: |
საკითხის აქტუალურობას განაპირობებს ის, რომ ქართველი და თურქულენოვანი ხალხების ფოლკლორულ თუ ეთნოგრაფიულ მასალაში დადასტურებული რწმენა/წარმოდგენების, რიტუალებისა თუ ტრადიციების შეპირისპირებითი ანალიზი დღემდე პრაქტიკულად არ განხორციელებულა. შესაბამისად, ქართველებსა და თურქულენოვან ხალხებში საერთო ფოლკლორული მოტივების და/ან მსგავსი ტრადიციების/რიტუალების არსებობს წყარო ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის, ან მხოლოდ ცალკეული ერების ფოლკლორი და ეთნოგრაფიული მასალაა შესწავლილი. ამასთან, ფოლკლორი და ეთნოგრაფია ერის კულტურის შესწავლის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ფართო გეოგრაფიულ არეალზე გავრცელებული თურქულენოვანი ხალხების კულტურა, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის კულტურა დღემდე ინახავს ჩვენთვის საინტერესო ფოლკლორულ მასალას და ეთნოგრაფიულ ტრადიციებს, ჩვენი მიზანია დავადგინოთ რა აქვს საერთო ქართულ ტრადიციულ კულტურას თურქულენოვანი ხალხების ტრადიციასთან, რა ელემენტების გადმოღება ან შეზავება მოხდა ერთმანეთისგან. |
მოსალოდნელი სიახლე: |
პირველად განხორციელდება ქართველი და თურქულენოვანი ხალხების ეთნოგრაფიული ტრადიციებისა და ფოკლორული მასალის (არსებული მონაცემებიდან კვლევის პირველ ეტაპზე შეირჩევა ყველაზე გავრცელებული და/ან ტიპური რწმენა-წარმოდგენები, ტრადიციები/რიტუალები) ფართო შედარებითი ანალიზი თურქი მკვლევარის მონაწილეობით და პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით, რომლის შედეგები მეტ სიცხადესა და დამაჯერებლობას შეიტანს ქართველი და თურქულენოვანი ხალხების კულტურული ურთიერთობებისა და ურთიერთგავლენების ხასიათისა და თავისებურებების გამოვლენის სფეროში. მიღებული დასკვნები -პუბლიკაციების, კონფერენციების და, საბოლოოდ, შემაჯამებელი ნაშრომის სახით შემოვა სამეცნიერო მიმოქცევაში და ხელმისაწვდომი იქნება ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ორივე ქვეყანაში და მათ ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, კვლევის შედეგები შესაძლებელია გამოყენებული იქნას შესაბამისი სპეციალობის(აღმოსავლეთმცოდნეობა, კულტუროლოგია, ისტორია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა) სალექციო კურსების სასწავლო მასალის სახით უნივერსიტეტებში. |
სავარაუდო გეგმა: |
I კვარტალი-იანვარი-მარტი 2024 წელი- საკვლევ სფეროსთან დაკავშირებული ფოლკლორული/ეთნოგრაფიული მასალის(ქართულენოვანი და თურქულენოვანი) მოძიება და გაფილტვრა;
!I კვარტალი-აპრილი-ივნისი 2024 წელი-ძირითადი კვლევის გახორციელებისთვის ყველაზე რელევანტური ტრადიციების/რიტუალების თაობაზე შეჯერება და მიზნობრივი კვლევის დაწყება;. შუალედური ანგარიშის წარდგენა- ივნისი 2024 წელი;
!II კვარტალი-ივლისი-სექტემბერი 2024 წელი-ძირითადი კვლევა
!V კვარტალი-ოქტომბერი-დეკემბერი 2024- კვლვის დასრულება და წლიური ანგარიშის წარდგენა დეკემბერი 2024 წელი. |
დონორი: |
|
გრანტი: |
„სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“ |
სკოლა/დეპარტამენტი: |
აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი,თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ქართული კულტურის კვლევის დეპარტამენტი |
დაწყება: |
1900-01-01 |
დასრულება: |
1900-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
წარდგენილი |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
19180 |
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
19180 |
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ცენტრალური(შუა) აზიის ქვეყნებში მოქმედი იუნუს ემრეს სახ.კულტურის ცენტრებთან, ისევე, როგორც ადგილობრივი უნივერსიტეტების ანთროპოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და სოციოლოგიის ფაკულტეტებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით, ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის ფაკულტეტისა და ყაზახეთის ხალილ დოსმუჰამედოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტებთან. დასახელებულ უნივერსიტეტებთან წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს. გარდა ამისა, მასალის მოძიებაში დახმარებას გაგვიწევენ თურქეთის უნივერსიტეტების: რიზეს ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის, ბალიქესირის უნივერსიტეტისა და ქუთაჰიის დუმლუფინარის უნივერსიტეტის სპეციალისტები .თურქულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა განხორციელდება მათთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში. |
პუბლიკაცია: |
კვლევის შედეგების ამსახველი სულ ცოტა 3 სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდება სფეროს აღიარებულ სამეცნიერო გამოცემებში( 1. TURKISH STUDIE,Bimonthly ISSN: 1468-3849 E-ISSN: 1743-9663 ROUTLEDGE JOURNALS, TAYLOR & FRANCIS LTD, 2-4 PARK SQUARE, MILTON PARK, ABINGDON, ENGLAND, OXON, OX14 4RN 1.Social Sciences Citation Index; 2. MILLI FOLKLOR,Quarterly ISSN: 1300-3984 ISSN: 1300-3984 MILLI FOLKLOR DERGISI, PK 336, ANKARA, TURKEY, YENISEHR, 06420 1. Arts & Humanities Citation Index; 3.. ANATOLIAN STUDIES, natolian Studies, Journal of the British Institute at Ankara, Social Sciences Citation Index; JOURNAL OFTHE BRITISH INSTITUTE AT ANKARA Social Sciences Citation Index 4.JOURNAL OF THE ECONOMIC AND SOCIAL HISTORY OF THE ORIENT; SSCI-Social Sciences Citation Index (Web of Science) · Social Scisearch (Web of Science) 5. BILIG · SSCI-Social Sciences Citation Index (Web of Science) · Social Scisearch (Web of Science) · Journal Citation Reports/Social Sciences Edition (Web of Science) . |