პროექტის დასახელება: |
სუიციდში დახმარების პრობლემატიკა ქართულ და გერმანულ სისხლის სამართალში |
მოკლე აღწერა: |
სუიციდში დახმარების პრობლემატიკა ქართულ და გერმანულ სისხლის სამართალში |
ხელმძღვანელი: |
ჯიშკარიანი ბაჩანა |
მონაწილეები: |
|
საკითხის აქტუალობა: |
სისხლის სამართლის მეცნიერებაში დღემდე საკამათოა საკითხი, თუ ადამიანის მიერ ჩადენილი რომელი ქმედებების პენალიზირება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ. აღნიშნულის თაობაზე ბევრჯერ უმსჯელია როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოებს, იქნებოდა ეს მაგ. კანაფის ფლობა/მოხმარებასთან, აბორტთან თუ ინცესტთან დაკავშირებული საკითხები. 2020 წლის თებერვალში, თვითმკვლელობაში დახმარების საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაში გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებით პირადი ავტონომიის საკითხს გაუსვა ხაზი.
აღნიშნული კვლევა ეხება, ერთი მხრივ, სწორედ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე პარაგრაფს, რომელიც თვითმკვლელობაში დახმარებას დასჯადად აცხადებდა და მეორე მხრივ, ექსპანსიური სისხლის სამართლის პოლიტიკის საკითხებს. |
მოსალოდნელი სიახლე: |
დღეისათვის, გერმანიის მსგავსად, სუიციდში დახმარება საქართველოში არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას, თუმცა, იმპულსური საკანონმდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ეს საკითხი აქტუალური გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია გერმანიაში მიმდინარე სამართლებრივი დისკუსიების შესწავლა. |
სავარაუდო გეგმა: |
მარტი-მაისი, 2021- მუშაობის დაწყება პუბლიკაციეაზე კაზუსები სისხლის სამართლის კერძო ნაწილში.
ივნისი-სექტემბერი 2021 - კვლევების განხორციელება კიოლნის უნივერსიტეტში. გერმანული სასამართლო პრაქტიკის შესწავლა და შედარება ქართულ სისხლის სამართალთან თითმკვლელობის საკითხებთან დაკავშირებით.
ოქტომბერი-ნოემბერი- ქართულენოვანი პუბლიკაციის დასრულება/გამოქვეყნება |
დონორი: |
რუსთაველის ფონდი |
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
სამართლის დეპარტამენტი,სამართლის სკოლა,ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი |
დაწყება: |
1900-01-01 |
დასრულება: |
1900-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
დასრულებული |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
8,895 ევრო |
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
8,895 ევრო |
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
ბაჩანა ჯიშკარიანი, კაზუსები სისხლის სამართლის კერძო ნაწილში, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, იურისტების სამყარო, 2021 |