პროექტის დასახელება: |
ქართულ-თურქული რწმენა -წარმოდგენები და რიტუალები შუა აზიის ხალხების ფოკლორის ჭრილში |
მოკლე აღწერა: |
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება ქართულ-თურქული რწმენა -წარმოდგენები და რიტუალები შუა აზიის ხალხების ფოლკლორის ჭრილში. ფოლკლორი, განსაკუთრებით, რწმენა-წარმოდგენები და რიტუალები, რომელიც არა მხოლოდ შესრულების წესებს, არამედ ვერბალურ ნაწილსაც მოიცავს, ერის კულტურის განუყოფელი ნაწილია და ერის უნიკალურობის საუძველს ქმნის.
ქართველებს თავისი ისტორიის მანძილზე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ თურქულენოვან ხალხებთან, რამაც განაპირობა ლექსიკაში თურქიზმების დამკვიდრება, რელიგიური თუ კულტურული ტრადიციების ელემენტების გადმოღება. ქართველებსა და თურქულენოვან ხალხებში საერთო ფოლკლორული მოტივების წყარო ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის, ან მხოლოდ ცალკეული ერების ფოლკლორია შესწავლილი. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული მასალის შედარებითი ანალიზი, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი დასკვნების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.
თურქულენოვან ხალხებთან ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე (დიდი თურქობიდან მოყოლებული ოსმალების ბატონობის ჩათვლით) დამპყრობლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ ქართულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რასაც ვერ ვიტყვით ტრადიციებზე, რომელიც თითოეული ერის კულტურის უნიკალური მახასიათებელია. ტრადიციების ფორმაში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუმცა შინაარსი არასდროს შეიცვლება. იმისათვის, რომ დადგინდეს მიზეზები, რამ განაპირობა ეს ცვლილებები, საჭიროა უფრო ღრმა ფოლკლორულ-ანთროპოლოგიური კვლევები.
ქართველების წინაქრისტიანული და ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ ტრადიციების, თურქულენოვანი ერების ისლამამდელი ტრადიციების (ბუდიზმის, ზოროასტრიზმის, მანიქეიზმის, ქრისტიანობის, იუდაიზმის ჭრილში) და ისლამის გავრცელების შემდგომ შედარებითი ანალიზი, ვფიქრობთ, ნათლად წარმოაჩენს ამ ორი ერის ტრადიციებში არსებულ საერთო და განმასხვავებელ მახასიათებლებს. |
ხელმძღვანელი: |
|
მონაწილეები: |
მეშველიშვილი თეა,ღუდუშაური თინა,წერეთელი მანანა |
საკითხის აქტუალობა: |
საკითხის აქტუალურობას განსაზღვრავს ფაქტორი, რომ ქართველებსა და თურქულენოვან ხალხებში საერთო ფოლკლორული მოტივების წყარო ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის, ან მხოლოდ ცალკეული ერების ფოლკლორია შესწავლილი. პროექტის ფარგლებში მოხდება ამ მონაცემების შედარებითი ანალიზი, რაც მეტ სიცხადეს შეიტანს ქართველი თურქულენოვანი ხალხების კულტურული ურთიერთობებისა და ურთიერთგავლენების ხასიათისა და თავისებურებების გამოვლენის სფეროში. |
მოსალოდნელი სიახლე: |
ფოლკლორი ერის კულტურის შესწავლის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ფართო გეოგრაფიულ არეალზე გავრცელებული თურქულენოვანი ხალხების კულტურა, ისევე, როგორც საქართველოს კულტურა დღემდე ინახავს ჩვენთვის საინტერესო ფოლკლორულ ტრადიციებს, ჩვენი მიზანია დავადგინოთ რა აქვს საერთო ქართულ კულტურას თურქულენოვან ხალხების ტრადიციასთან, რა ელემენტების გადმოღება მოხდა. კვლევის დასრულების შემდეგ გვექნება ქართული და თურქული კულტურის შესახებ სიღრმისეული კვლევის საფუძველზე მიღებული დასკვნები, კვლევის ფარგლებში დაიბეჭდება სტატიები და მომზადდება მონოგრაფია, რომელშიც ასახული იქნება კვლევის შედეგად მოპოვებული მასალის და არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაში ფიქსირებული მონაცემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე მიღებული განმაზოგადებელი დასკვნები. |
სავარაუდო გეგმა: |
პირველი წელი-არსებული სამეცნიერო ლიტერატურის და წყაროების დამუშავება. ყოველ სამ თვეში ანგარიშის წარდგენა
მეორე წელი-. საველე სამუშაოები:
ალმა-ათა - ბიშკეკი (ალმა-ათადან ბიშკეკში სახმელეთო გზით წასვლა) 2 კვირა საველე სამუშაოები . 3 თვე ინფორმაციის დამუშავება.
ტაშკენტი - სამარყანდი- ბუხარა 2 კვირა საველე სამუშაოები . 3 თვე ინფორმაციის დამუშავება.
აშხაბადი - 1 კვირა. 3 თვე ინფორმაციის დამუშავება.
საქართველო - შერჩეულ რეგიონებში საველე სამუშაოები.
მესამე წელი- მონოგრაფიის ტექსტის მომზადება |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი,თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ქართული კულტურის კვლევის დეპარტამენტი,ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა |
დაწყება: |
1900-01-01 |
დასრულება: |
1900-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
წარდგენილი |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შუა აზიის ქვეყნებში მოქმედი იუნუს ემრეს სახ.კულტურის ცენტრებთან თანამშრომლობა, ისევ, როგორც ადგილობრივი უნივერსიტეტების ანთროპოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და სოციოლოგიის ფაკულტეტებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით, ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის ფაკულტეტისა და ყაზახეთის ხალილ დოსმუჰამედოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტებთან |
პუბლიკაცია: |
ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ მომზადებული სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა |