პროექტის დასახელება: |
რელიგია, რევოლუცია და ძალაუფლება აპოკალიფსურ მოლოდინთა გარემოში (ალექსანდრე ქუთათელის “გვალვა”) |
მოკლე აღწერა: |
მეოცე საუკუნის ქართველი მწერლის, ალექსანდრე ქუთათელის (1898-1982) ნაწარმოები „გვალვა“ ასახავს საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს, იმერეთს, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და როცა მთელ იმპერიაში იწყებოდა რევოლუციური მღელვარებანი.
მწერალმა თავის ნაწარმოებში, რომელიც რამდენჯერმე გამოქვეყნდა და რომელმაც დროთა განმავლობაში შესამჩნევი სახეცვლილებანი განიცადა (ნაწარმოების საბოლოო, გაფართოებული ვერსია გამოქვეყნდა 1974 წელს), აღწერილია ქართული სოფელი, სადაც იმ დროს მძვინვარებს გვალვა და ეპიდემია, რომელიც დაუნდობლად ანადგურებს მცენარეებს, ცხოველებს და ადამიანებს. ასეთი მდგომარეობა სოფლის მცხოვრებთა შორის აპოკალიფსურ შიშებსა და გრძნობებს აღძრავს.
ნაწარმოების მოქმედი პირები იყოფიან ორ ჯგუფად: ერთი მხრივ, რელიგიური განწყობებისა და აპოკალიფსური მოლოდინების მქონე ადამიანები და, მეორე მხრივ, რევოლუციური სულისკვეთების პერსონაჟები, რომლებიც გეგმავენ სახელმწიფოში არსებული წესრიგის შეცვლას და ემზადებიან ახალი პოლიტიკის დასამყარებლად. როგორც ამბის ეპილოგი მოგვითხრობს, სწორედ ახალგაზრდა რევოლუციური ძალები აღწევენ გამარჯვებას მაშინ, როცა ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბებულია კომუნისტური ხელისუფლება.
ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია დეკანოზი იაკობ ფხაკაძე, განათლებული სასულიერო პირი, საკუთარი პიროვნული რწმენის გარეშე, რომელიც იყენებს სხვების რელიგიურ გრძნობებს ხალხზე ძალაუფლების მოსაპოვებლად და მათ გასაკონტროლებლად. როგორც ჩანს, ამ პერსონაჟს რელიგია ისევე ესმის, როგორც დიდს ინკვიზიტორს ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) რომანიდან „ძმები კარამაზოვები“ (1880). საფიქრებელია, რომ ალექსანდრე ქუთათელი დეკანოზ ფხაკაძის დოსტოევსკისეული სახის შექმნისას შთაგონებული იყო ვასილი როზანოვის (1856-1919) ნააზრევით, კერძოდ, მისი წიგნით „ფ. მ. დოსტოევსკის ლეგენდა დიდი ინკვიზიტორის შესახებ (1894)“. ღირსშესანიშნავია, რომ ამ წიგნმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ზოგადად მეოცე საუკუნის მოდერნისტ მწერლებზე და განსაკუთრებით ქართველ მოდერნისტებზე. |
ხელმძღვანელი: |
ღაღანიძე მერაბ |
მონაწილეები: |
|
საკითხის აქტუალობა: |
ალექსანდრე ქუთათელის ეს ნაწარმოები არასოდეს ყოფილა საგანგებოდ შესწავლილი, რაც აუცილებლად ითხოვს საკვლევ ყურადღებას. ამას გარდა, თანამედროვე ხანაში შესაძლებელია ნაწარმოების ანალიზი განხორციელდეს რელიგიისა და პოლიტიკურ კვლევათა გადაკვეთაზე, როგორი თვალსაზრისითაც, საერთოდ, მეტად მწირადაა შესწავლილი ქართული კულტურა. |
მოსალოდნელი სიახლე: |
ნაშრომში ნაჩვენები იქნება ქართული კულტურის რელიგიური კონტექსტი, რაც განხორციელებულია ალექსანდრე ქუთათელის ერთი ნაწარმოების მაგალითზე. სიახლეს წარმოადგენს მეთოდიც და წყაროების მოპოვებაც: საფიქრებელია, რომ ავტორი თავის ნაწარმოებში ემყარება, ეხმაურება და ეკამათება ფიოდორ დოსტოევსკისა და ვასილი როზანოვს. |
სავარაუდო გეგმა: |
ნაშრომის მუშაობა უკვე დაწყებულია, და მისი დასრულება ივარაუდება 2023 წლის დასასრულისათვის. ნაშრომის გარკვეული მონაკვეთი წაკითხული იქნა შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის 23-ე კონგრესზე. გამოქვეყნდება კონგრესის მასალებში და რეფერირებად ჟურნალში "სჯანში" 2024 წელს. |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტი |
დაწყება: |
2023-01-01 |
დასრულება: |
2023-12-31 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
არ წარდგენილა |
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
გამოქვეყნდება შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესის მასალებში და რეფერირებად ჟურნალში "სჯანი" 2023 წლის ბოლოს. |