პროექტის დასახელება: |
საქართველოში აუდიტისა და აღრიცხვის რეფორმა შეფასება |
მოკლე აღწერა: |
• საქართველოში მიმდინარე აუდიტისა და აღრიცხვის რეფორმის შედეგების და გავლენის შეფასება ბიზნეს და საჯარო სექტორზე;
• საქართველოში მიმდინარე აუდიტისა და აღრიცხვის რეფორმის პროცესზე დაკვირვება და შედეგების შეფასება.
1. კვლევის ტიპი
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შეისწავლოს აუდიტისა და აღრიცხვის რეფორმის მიმდინარეობა, აღწეროს წარმატების მაჩვენებლები და ახსნას ნაკლოვანებების მიზეზები, საბოლოოდ კი შეიმუშავოს პრობლემების გადაჭრის გზები, ნაშრომი გააერთიანებს კვლევის პოზიტივისტურ (რა არის) და ნორმატიულ (რა უნდა იყოს) ტიპებს.
2. კვლევითი სტრატეგია
კვლევა განიხილავს რეალურ დროში მიმდინარე რეფორმის პროცესს დაკვირვების მთავარ ობიექტად. შესაბამისად კვლევითი სტრატეგიაა არის სხვადასხვა მხრიდან შეაფასოს რეფორმის მიმდინარეობა, ეს იქნება ბიზნესის მზაობა, ბუღალტერთა საჭიროებები, გამჭირვალობა და მისი სარგებლიანობა. კვლევის ფარგლებში მომზადდება სხვადასხვა ნაშრომი რომლის დროსაც გამოყენებული იქნება შერეული კვლევის მეთოდები, რომლებიც შესაძლებელია იყოს: საველე და კაბინეტური. მასთანავე იქნება გამოყენებულ რაოდენობრივი, თვისობრივი და მონოგრაფიული მიდგომა.
მონოგრაფიული მიდგომა (ლიტერატურაში განმარტებული, როგორც კვლევის მიდგომა ან მეთოდი) გამოირჩევა იმით, რომ სიღრმისეულად შეისწავლის თანამედროვე, მიმდინარე პროცესს, მოვლენას, მიმდინარეობის კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც თავად ფენომენსა და კონტექსტს შორის საზღვრები მკაფიო არ არის. (Yin, 2009). ასევე, ეს მიდგომა/მეთოდი ადვილად გამოიყენება სხვა კვლევით მეთოდებთან ერთად და ეყრდნობა მტკიცებულების მრავლობით წყაროს, რადგან არა მხოლოდ მონაცემთა დასრულებული ნაწილები, არამედ პროცესის შემადგენელი ცვლადებიც აინტერესებს.
ჩამოთვლილი მეთოდები მიმართული იქნება რეფორმის პროცესის გასაანალიზებლად (როგორც მთავარი ობიექტი) და აქცენტს გააკეთებს რეფორმის სამიზნე ჯგუფების/სფეროების შესწავლაზე მთავარი ობიექტის შესახებ კომპლექსური ანალიზის გასაკეთებლად. მოაზრებული ჯგუფებია: ბიზნესები, რომელთაც რეფორმის ფარგლებში აუდირებული ანგარიშგების მომზადება მოეთხოვებათ, ბუღალტრები და აუდიტორები, რომელთაც ახალი სტანდარტების მიხედვით მოუწევთ მუშაობა, სამთავრობო უწყებები, რომელთაც რეფორმის ინიცირება და განხორციელება აბარიათ. ასევე მოხდება შესწავლა საკრედიტო დაწესებულებებისა და ინვესტორების ქცევას რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში, რადგან ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა ამ კატეგორიების ქცევა მაჩვენებელია იმისა, რამდენად აღწევს რეფორმა ბიზნესების რეალური გამჭვირვალობის მიღწევას ახალი სტანდარტებით. |
ხელმძღვანელი: |
გეგეშიძე ეკა |
მონაწილეები: |
კალატოზიშვილი ნათია,ჭიჭინაძე რევაზ |
საკითხის აქტუალობა: |
ფინანსური გამჭვირვალობა და სანდო ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშველოვან ასპექტს წარმოადგენს. ფინანსური ანგარიშგების ხარისხი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მისი დადებითი კორელაციიდან გამომდინარე საინვესტიიო ეფექტურობასთან, რადგან დაინტერესებულ მხარეებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. (Biddle and Hilary, 2006). მეორე მხრივ კი უხარისხო ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობა გადაწყვეტილების მიმღებთა შეხედულებას ამახინჯებს და საზიანოა ეკონომიკისთვის. როგორც Jensen and Meckling 1976 და Leuz, Nanda, and Wysocki ახსენებენ ინფორმაციული ასიმეტრიულობა პრინციპალსა და აგენტს შორის ფიანსური რესურსების არაეფექტიან გადანაწილებას უწყობს ხელს. (2003). აღსანიშნავია, რომ სანდო ფინანსურ ინფორმაციას მომეტებული მნიშვნელობა გააჩნია ნაკლებადგანვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც ეფექტური ინვესტიციები ეკონომიკის ზრდის (პოტენციურად) ძირითად საშუალებას წარმოადგენს (Pirveli, 2014).
სამეცნიერო ლიტერატურაში მოსაზრებები ფინანსური ანგრიშგების ხარისხის განმარტებასთან დაკავშირებით მრავალგვარია. ბრიტანეთის ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს მიხედვით (FASB, 1980), ფიანსური ანგარიშის ხარისხი შესაძლოა შეფასდეს მაღალი მაჩვენებლით, როდესაც მასში მოცემული ინფორმაცია გადმოსცემს ფირმის რეალურ მდგომარეობას რელევანტური ინფორმაციის გამოყენებით. ითვლება რომ ინფორმაციის სანდოობის დონეს ხარისხიანი აუდიტი ზრდის. აღსანიშნაია რომ სამეცნიერო ლიტერატურა გაცილებით მკაფიოა აუდიტის ნაკლოვანებების განმარტებისას, მაშინ როდესაც ხარისხის ინდიკატორების შესახებ მრავალმხრივი მოსაზრებები არსებობს. სანდო და გამოსადეგი ფინანსური ინფორმაციის შექმნის მიზეზების კვლევისას, აუდიტის ხარისხის გარდა გასათვალისწინებელია ოპორტუნისტული თეორია, რომლის თანახმად, კორპორაციულ მენეჯერებს ფინანსური ინფორმაციის მანიპულირებისადმი მიდრეკილება გააჩნიათ, რათა მოახდინონ საკუთარი კეთილდღეობის მაქსიმიზირება. გამომდინარე იქიდან რომ შემოსავლები ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელთა დაკვირვების ძირითად ობიექტს წარმოადგენს, მენეჯერები თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას ცვლიან შემოსავლებზე ფოკუსირებითა და ამ მაჩვენებლის მანიპულირებით (Dechow et al., 2012). შესაბამისად ხარისხიანი და სანდო ფინანსური ინფორმაციის შეფასებისას როგორც აუციტორთა, ასევე მენეჯერების ფაქტორებს გავითვალისწინებთ.
ფინანსური ანგარიშგების ხარისხისა და სათანადო აუდიტორული სერვისის არსებობის შესასწავლად საქართველოს კერძო სექტორი კარგ გარემოს წაროადგენს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოს ბუღალტერიისა და აუდიტის სფერო, ევროკავშირთან ჰარმონიზაციის გზაზე, მნიშვნელოვანი რეფორმების ობიექტია. 2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. იგი ითვალისწინებდა არსებული კანონმდებლობის განვითარებას და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ჩამოყალიბდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტორული ზედამხედველობის სამსახური (SARAS) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტო. SARAS, ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) დახმარებით (მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალური პრაქტიკის ნაწილი), მუშაობს კორპორატიული მმართველობისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესასრულებლად. ამავე შეთანხმების ფარგლებში 2016 წელს მიღებული ბუღალტერიის, ანგარიშგებისა და აუდიტის კანონის თანახმად 2018 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს კერძო სექტორის მოთამაშეები რომლებიც ”დიდი ფირმის“ სტატუსს აკმაყოფილებენ (დამოკიდებულია აქტივების, შემოსავლებისა და დასაქმებულთა ოდენობაზე) ვალდებულნი არიან ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები (1-ლი და მე-2-ე კატეგორია), ხოლო მე-3 და მე-4-ე კატეგორიის ფირმებმა იგივე 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა შეასრულონ. აღნიშნული მონაცემთა ბაზა ახალი ღირებული აქტივია, რომლის გაანალიზებაც უნდა მოხდეს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც კერძო ბიზნესებს პირველად მოუწევთ აუდიტი გაუკეთონ ფინანსურ ინფორმაციას და გაასაჯაროვონ.
თავისთავად ადიტისა და აღრიცხვის რეფორმას მნიშნელოვანი გავლენა ექნება ბიზნეს სექტორზე და მნიშნელოვანია მეცნიერულად შეფასდეს, რეფორმის გავლენა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ევროკავშირთან ინტეგრაცია, ფინანუსი გამჭირვალობა და სხვ. |
მოსალოდნელი სიახლე: |
ამასთანავე დადგინდება რეფორმის სუსტი ადგილები და დაისახება, მომავალი განვითარების პერსპექტივები. |
სავარაუდო გეგმა: |
|
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი |
დაწყება: |
2020-02-01 |
დასრულება: |
2025-02-12 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ აუდიტის და აღრიცხვის სფეროში მემორანდუმების გაფორმება და ერთობლივ კვლევებში ჩართვა მაგალითად, IFAC, Accounting Europe, EFAA, CIMA, ACCA და სხვა. |
პუბლიკაცია: |
|