საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: პლატფორმების ეკონომიკაში ბიზნეს პროცესების ანალიზი
მოკლე აღწერა: მიზნები: გამოკვლეული, შესწავლილი და გაანალიზებულია იქნას პლატფორმების ეკონომიკაში არსებული ბიზნესმოდელები და მისი ფუნქციონირების თავსიებურებები.
ხელმძღვანელი: გეგეშიძე ეკა
მონაწილეები: ჭილაძე გიორგი
საკითხის აქტუალობა: XXI საუკუნეში ინდუსტრიული ინოვაციების აჩქარების ფონზე, როცა მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ათვისება ეკონომიკის მიერ არ დასრულებულა, ინტენსიურად არის დაწყებული საუბარი მე-5 ინდუსტრიულ რევოლუციაზე. ამის კვალდაკვალ, მსოფლიოში ყალიბდება ეკონომიკისა და ბიზნეს პროცესების სხვადასხვა ხერხები და მეთოდები. ინდუსტრიულმა რევოლუციამ სრულიად გარდაქმნა ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებული იყო სოფლის მეურნეობაზე. ხელით შესრულებული სამუშაოები გადავიდა მექანიზირებულ წარმოებაზე. ინდუსტრიული რევოლუციის ეტაპების წყალობით შეიქმნა ახალი დანადგარები, ენერგიის გამომუშავების ახალი წყაროები და ზოგადად, ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოები გახდა უფრო ეფექტური და პროდუქტიული (Augustyn/ავგუსტინი, 2021). დღეს კი, მოწინავე თუ დამწყები მეცნიერები და ბიზნესმენები ეძებენ უფრო ეფექტურ და ეფექტიან მიდგომებს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის. ცირკულარული ეკონომიკა, კლასტერული ეკონომიკა, მიზანზე დაფუძნებული (purpose) ეკონომიკა და პლატფორმების ეკონომიკა, მხოლოდ მცირე მათგანია, რომელთა შედეგიანობის კვლევა და ანალიზი ხორციელდება. ცირკულარული ეკონომიკა, ეფუძნება მიდგომას, რომ ბუნებაში არაფერი იკარგება. მას საკმაოდ ბევრი ცირკულარული კანონი აქვს. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ წყლის წრებრუნვა – რომ ყინული და თოვლი გარდაიქმნება წყლად, წყალი შემდეგ კონდენსირდება და ატმოსფეროში ორთქლდება, რომელიც შემდეგ კვლავაც ნალექად გვევლინება. ნებისმიერ რესურსს ის სათავისოდ მოიხმარს და გარდაქმნის, განსხვავებით ჩვენგან – ადამიანებისგან. დღეს არსებული წრფივი ეკონომიკის მოდელი, რომლის შედეგადაც რესურსების 95% იკარგება. დასავლეთ ევროპის ქვეყნები აქტიურად არიან გადასული ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაზე. ცირკულარული ეკონომიკა ესაა ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს. კლასტერული ეკონომიკა წარმოადგენს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მყოფი კომპანიებისა და ინდუსტრიების გაერთიანებას/მჭიდრო კავშირს. რეგიონები უნიკალურად კონკურენტუნარიანობის, სამუშაო ადგილებისა და კერძო ინვესტიციების მისაღებად ქმნიან კლასტერებს. მსგავსი ტიპის კლასტერები რა თქმა უნდა აძლიერებენ ეკონომიკას. მიზანზე დაფუძნებული (purpose) ეკონომიკა ეს ისეთი სახის ეკონომიკაა. რომელიც განპირობებულია და ორგანიზებულია ადამიანებისთვის და არა მხოლოდ ინფორმაციის, საქონლისა და მომსახურების შექმნის გარშემო. ის ხელს უწყობს კარგი იდეების დინებას, პოზიტიური და გავლენიანი სერვისებისა და პროდუქტების შექმნას და მსოფლიოში სიკეთის გავრცელების უფრო ეფექტურ გზას (Hurst, 2018). სწორედ ამიტომ, ეკონომიკას სჭირდება პასუხისმგებლიანი და ასევე გულუხვი მენეჯერები, რომლებიც იზრუნებენ ოჯახის, ჯგუფის, სახელმწიფოს ან მსოფლიოს მოსახლეობაზე, რა თქმა უნდა ესდაშვება განიხილება მაშინ როდესაც ვსაუბრობთ მსოფლიო ეკონომიკაზე. პლატფორმების ეკონომიკა ეს არის ეკონომიკური და სოციალური აქტივობა, რომელიც ფასილტირებულია პლატფორმის მეშვეობით (Costantinos, 2018). ტრადიციულ ეკონომიკაში იყიდება პროდუქტი, რომელსაც აქვს გარკვეული მახასიათებლები, ხოლო პლატფორმების ეკონომიკაში შენდება საზოგადოება (Community) ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით (Alstyne, 2013). პლატფორმების ეკონომიკა ხსნის გზას რადიკალური ცვლილებებისადმი იმის შესახებ თუ როგორ ვმუშაობთ, როგორი სოციალური ცხოვრებით ვცხოვრობთ, როგორ ვქმნით ღირებულებას ეკონომიკაში და როგორ ვიღებთ სარგებელს კონკურენტული გარემოსგან. ციფრული პლატფორმები თავისთავად ქმნიან ციფრულ ჩარჩოებს, რომლებიც არეგულირებენ სავაჭრო წესებს და საჭირო პირობებს აყალიბებენ იმის შესახებ თუ როგორ იურთიერთონ მომხმარებლებმა და მიმწოდებლებმა. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციური ტექნოლოგიები ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, რის გამოც კომპანიები მონაცემებს ბევრად სწრაფად ამუშავებენ. ამის წყალობით მაღლდება კავშირის სიძლიერე მანქანებს, მომხმარებელსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის და ასევე, იზრდება ინფორმაციის გაცვლის მოხერხებულობის დონეც. ეს მოცემული მოვლენები კი, წრიული (ცირკულარული) ეკონომიკის ბიზნეს მოდელების დანერგვის გასაღებია. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ბიოლოგიური ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ შემცირდეს ტრადიციული ამოწურვადი ან რესურსების ინტენსიურად მფლანგველი მასალების გამოყენება. (Long & Spindler, 2015). მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ტექნოლოგიები თამაშის წესებს სრულიად ცვლის და პირველად, მსოფლიო ისტორიის განმავლობაში, მწარმოებელს აძლევს საშუალებას, ზრდის ტემპების ბუნებრივ რესურსებთან ზემოთ ნახსენები პროპორციული დამოკიდებულება შეცვალოს. ამის მისაღწევად თანამედროვე ტექნოლოგიები ოთხ მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვთავაზობს: წარმოების მაღალი ეფექტიანობა, რომელიც ნარჩენებს ამცირებს. აჩქარებს ინოვაციების დანერგვას იმ კუთხით, რომ ბაზარზე შემოსვლის შანსი ეძლევა ახალ ინოვაციურ ფირმებს. ინდუსტრიული რევოლუცია მსოფლიოში პერიოდულად ხდება საფეხურების მიხედვით. ამჟემად, მსოფლიო იმყოფება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გამოწვევის წინაშე. ______________________________________________________________________ დიაგრამა N 1. ინდუსტრიული რევოლუციის საფეხურები წყარო : www.ross-sivertsen.com პლატფორმების ეკონომიკაში არსებობს ორი ძირითადი ბიზნეს მოდელი. ესენია: ქსელური ბიზიზნეს მოდელი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პლატფორმის დახმარებით იყიდება საკუთარი წარმოებული პროდუქცია მომხმარებლებზე და ორფრონტიანი ბიზნეს მოდელი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ბიზნესების წარმომადგენლებისა და მომხმარებლების დამაკავშირებელ რგოლს. პლატფორმების ბიზნესი არსებობს პლატფორმის ეკოსისტემაში. ეს ეკოსისტემა კი შედგება ღირებულებათა გაცვლისაგან, სივრცისადან. ამ სივრცეში ხდება პლატფორმული ბიზნესის წარმართვა, მოთამაშეებისაგან - ვინც ურთიერთობენ ერთმანეთში, წესებისაგან - რომელსაც ქმნის პლატფორმა და ინსტრუმენტეისაგან - რომელიც ხელმსაწვდომია ყველა მხარისავის. მიმწოდებლები (ბიზნესები) და მომხმარებლები (პირები), რომლებიც მონაწილეობენ პლატფორმის ეკოსისტემაში, სარგებლობენ ქსელის ეფექტებით, რაც უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს მას უფრო იზრდება პლატფორმის ღირებულება. პლატფორმის ბიზნესის ეკოსისტემები ყველაზე ფასეულია იმ ბაზარზე, სადაც უფრო მეტი მომხმარებელია. ნაშრომში გნავიხილავთ თუ რა მსგავსებაა და განსხვავებაა ტრადიციულ და პლატფორმების ეკონომიკის ბიზნეს მოდელებს შორის და რა არის მომხმარებლთა თავისებურებები ასეთ ეკონომიკაში.
მოსალოდნელი სიახლე: თანამედროვე ბინეს მოდელებისა და პროცესების შეაფასება, ანალიზი და დიაგნოზირება სხვადასხვა ინდუსტრიაში.
სავარაუდო გეგმა:
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი
დაწყება: 2022-01-12
დასრულება: 2025-01-21
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა