პროექტის დასახელება: |
ტრანზიციის სამი ათწლეული: ინსტიტუტები, ეკონომიკური განვითარების შედეგი და კეთილდღეობის გადანაწილება |
მოკლე აღწერა: |
ნობელის ლაურეატი North (1990; p. 4) ინსტიტუტებს განმარტავდა, როგორც საზოგადოებაში თამაშის
წესებს (ფორმალური და არაფორმალური), რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთქმედების
ფორმირებას ახდენს. ინსტიტუტები უზრუნველყოფს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების
სტრუქტურას და შესაბამისად ამცირებს განუსაზღვრელობას. Greif (2000) ეკონომიკურ ინსტიტუტებს
განმარტავს როგორც სოციალური ფაქტორების სისტემას, რაც წარმართავს, აიოლებს და ზღუდავს
ადამიანის ქცევას. Rodrik et al. (2004) ხედვით, ინსტიტუტები წარსული პოლიტიკის ქმედებების
კუმულაციური შედეგია. ინსტიტუტები, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური,
ქმნის სტიმულების სტრუქტურას ადამიანებს შორის გაცვლაში. აქედან გამომდინარე, ქვეყნებს შორის
ეკონომიკურ განვითარებაში განსხვავება ინსტიტუტებით აიხსნება.
როგორც North და Thomas (1973; p.2) მსჯელობენ, „ფაქტორები, როგორიცაა: ინოვაცია, ეკონომიკის
მასშტაბი, განათლება, კაპიტალის აკუმულირება და ა.შ. არ არის ეკონომიკური ზრდის მიზეზი; თავად
ესენია ზრდა.“ Economides და Egger (2009) European Journal of Political Economy-ის ედიტორიალში
სხვადასხვა მიმოხილვაზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ინსტიტუტები ეკონომიკური განვითარების
შედეგების უმთავრესი და საწყისი მიზეზია. ამ ინსტიტუტებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა
სამართლის უზენაესობის ელემენტებს - დაცული კერძო საკუთრება და ხელშეკრულების აღსრულების
ეფექტიანი მექანიზმის არსებობა - და რეგულირების ჩარჩოს ხარისხს გააჩნია.
აღნიშნულის ემპირიული შემოწმების პირველი მცდელობა, შეიძლება ითქვას, Knack და Keefer (1995) -
ს ეკუთვნით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ინსტიტუტები, რომლებიც წარმოადგნენ კერძო საკუთრების
დაცვას, კრიტიკულია ეკონომიკური ზრდისთვის (კორუფცია და ეკონომიკურ ზრდაზე იხილეთ Mauro,
1995). მომდევნო წლების ნამუშევრები აჩვენებს, რომ ეკონომიკური განვითარების შედეგებზე გავლენა
გააჩნია როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ინსტიტუტებსაც.
აღნიშნულის ემპირიული შემოწმება ბოლო წლებშიც აქტიურად გრძელდება, სადაც ძირითადი
აქცენტი განვითარებად ეკონომიკებზეა.
ინსტიტუტების ემპირიული შესწავლის კუთხით, ძალისხმევა მიმართულია ტრანზიციის პროცესზე.
ემპირიულ შრომებში გამოკვეთილია ინსტიტუტების ხარისხზე პრე-კომუნისტური პერიოდის
ინსტიტუციური გამოცდილების და საგარეო დახმარების
გავლენა. Djankov et al. (2008) მიიჩნევს, რომ საგარეო დახმარება ე.წ. ბუნებრივი რესურსების წყევლას
ჰგავს, რასაც იზიარებს რამდენიმე ნაშრომი. (Rajan & Subramanian, 2007; Heckelman & Knack, 2008; Busse &
Gröning, 2009). თუმცა, Askarov და Doucouliagos (2015) ამტკიცებენ, რომ ტრანზიციულ ქვეყნებში
დახმარებას დადებითი ეფექტი აქვს დემოკრატიზაციაზე, ხოლო ეს გავლენა წრფივი არ არის.
ინსტიტუტების ხარისხსა და საგარეო დახმარებას შორის პოზიტიური კავშირის მხარდამჭერია
უახლესი ფართო შერჩევის (68 ქვეყანა, 1970-2015 წლები) ემპირიული შრომა (Dzhumashev &
Hailemariam, 2021). ინსტიტუტების განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის განიხილება
რევოლუციები/გადატრიალებები (იხ. Bennett et al. 2021) და კულტურა (იხ. Moellman & Tarabar, 2022).
ასევე, ტრანზიციულ ეკონომიკებში ბუნებრივ რესურსებს (იხ. Beck & Laeven, 2006) და გეოგრაფიულ
მდებარეობას (იხ. de Melo et al., 2001) გამოყოფენ, როგორც ინსტიტუციური განვითარების
დეტერმინანტებს.
ნანტებს.
Acemoglu et al. (2005) მიიჩნევს, რომ ინსტიტუტები ენდოგენურია, რადგან წარმოადგენს კოლექტიური
არჩევანის შედეგს. ავტორთა მტკიცებით, ეკონომიკური ინსტიტუტები არა მარტო ეკონომიკური
განვითარების პოტენციალს განაპირობებს, არამედ მომავალში რესურსების განაწილებასაც
განსაზღვრავს. ამ მხრივ ემპირიული ლიტერატურა მცირერიცხოვანია. არსებულ ლიტერატურაში კი
რესურსების განაწილების საზომად უთანასწორობის მაჩვენებლები და სიღარიბის დონეა
გამოყენებული. |
ხელმძღვანელი: |
რაქვიაშვილი ალექსანდრე |
მონაწილეები: |
ქეცბაია თამარი,შამუგია ეგნატე |
საკითხის აქტუალობა: |
ნობელის ლაურეატი North (1990; p. 4) ინსტიტუტებს განმარტავდა, როგორც საზოგადოებაში თამაშის
წესებს (ფორმალური და არაფორმალური), რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთქმედების
ფორმირებას ახდენს. ინსტიტუტები უზრუნველყოფს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების
სტრუქტურას და შესაბამისად ამცირებს განუსაზღვრელობას. Greif (2000) ეკონომიკურ ინსტიტუტებს
განმარტავს როგორც სოციალური ფაქტორების სისტემას, რაც წარმართავს, აიოლებს და ზღუდავს
ადამიანის ქცევას. Rodrik et al. (2004) ხედვით, ინსტიტუტები წარსული პოლიტიკის ქმედებების
კუმულაციური შედეგია. ინსტიტუტები, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური,
ქმნის სტიმულების სტრუქტურას ადამიანებს შორის გაცვლაში. აქედან გამომდინარე, ქვეყნებს შორის
ეკონომიკურ განვითარებაში განსხვავება ინსტიტუტებით აიხსნება. |
მოსალოდნელი სიახლე: |
Nobel Laureate North (1990; p. 4) defined institutions as the rules of the game in a society (formal and informal)
that humans devise to shape human interaction. Institutions ensure the life structure of people, thus decreasing
uncertainty. Greif (2000) describes economic institutions as the system of social factors that guide, enable, and
constrain the actions of individuals, thereby generating regularities of behaviour. Rodrik et al. (2004) view
institutions as a cumulative outcome of past policy actions. Institutions, either political, social, or economic, creates
the structure of incentives for exchange between individuals. Therefore, differences in countries’ economic
development can be explained by institutions. |
სავარაუდო გეგმა: |
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანია, პოსტ-კომუნისტური ქვეყნების გამოცდილებით,
ორი ძირითადი ჰიპოთეზის ემპირიული შემოწმება:
• სამართლის უზენაესობას გადამწყვეტი როლი აქვს ეკონომიკური განვითარების პროცესში და
დომინანტია, ვიდრე სხვა ინსტიტუტები.
• ინსტიტუტები განსაზღვრავს რესურსების და კეთილდღეობის გადანაწილებას.
ძირითადი ჰიპოთეზების შემოწმებისთვის საჭიროა რამდენიმე ამოცანის შესრულება. კერძოდ, ასეთი
ამოცანები დაკავშირებულია ინსტიტუტების ემპირიულ შესწავლასთან, განსაკუთრებით, საბაზრო
სისტემისთვის საჭირო ინსტიტუტების, როგორიცაა სამართლის უზენაესობის ძირითადი ნაწილი -
კერძო საკუთრება და ხელშეკრულების აღსრულების მექანიზმი - და მათი გავლენა ეკონომიკური
განვითარების შედეგებსა და გადანაწილებაზე. ეს ამოცანები მოიცავს შემდეგს:
• საბაზრო სისტემისთვის საჭირო ინსტიტუტების იდენტიფიცირება
• იდენტიფიცირებული ცვლადების გაზომვასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა
• ინსტიტუციური განვითარების ფაქტორების ემპირიული შემოწმება
• ეკონომიკური განვითარების შედეგებზე ინსტიტუტების გავლენის ემპირიული შესწავლა
• რესურსების და კეთილდღეობის გადანაწილებაში წილის იდენტიფიცირება |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი,ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა |
დაწყება: |
1900-01-01 |
დასრულება: |
1900-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
უარყოფილი |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|