საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ხანდაზმულობა
მოკლე აღწერა: ხანდაზმულ ასაკში ჯანსაღი დაბერების ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიაა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. მაგ., გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში ჯანსაღი ხანდაზმულობის გაგება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ გაზომვების შედეგად მიღებული ინფორმაციით, რომელიც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ავადობის პირობების არარსებობას ასახავს. ასევე მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანების სუბიექტური კეთილდღეობის შეფასებაც (1). კეთილდღეობა უნდა იყოს მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს როგორც საჯარო პოლიტიკის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები. მთელ მსოფლიოში ხანდაზმულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა ხდება პრიორიტეტი კარგად დაბერებისთვის. კეთილდღეობა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია, და ეს ურთიერთობა შესაძლოა უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ხანდაზმულ ასაკში. საზოგადოების დაბერება გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, სამუშაოსა და პენსიაზე გასვლის მოდელებზე, ოჯახების ფუნქციონირებაზე, საზოგადოებისა და საზოგადოებრივი საწყისის მქონე ჯგუფების უნარზე უზრუნველყონ ხანდაზმულები ადეკვატური რესურსებით. საზოგადოების სწრაფი დაბერების ამჟამინდელ კონტექსტში, კეთილდღეობის განვითარება დანახული ასაკის მატებასთან ერთად, დღის წესრიგში აყენებს საინტერესო კვლევების წარმოებას, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკის შემქმნელებს, არამედ საზოგადოების ყველა სექტორს (1). კვლევია მიზნები მიზანი 1. ხანდაზმულობის პროცესისა და კეთილდღეობას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა და იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც გავლენას ახდენენ ხანდაზმულთა სიცოცხლის ხარისხზე. კვლევის ამოცანა ხანდაზმულ ადამიანებზე კვლევების ჩატარება იმ ფაქტორების გამოვლენის მიზნით, რომლებიც კეთილდღეობასთან კავშირია; კვლევის მეთოდოლოგია პროექტის ამოცანის აქტივობისათვის განხორციელდება კვლევა ხანდაზმულებში. მონაცემთა შეგროვება ძირითადი საკითხის შესასწავლად გამოყენებული იქნება რაოდენობრივი კვლევა. რაოდენობრივი კვლევა დაეყრდნობა გამოკითხვას. სოციალურ კვლევაში გამოკითხვის მეთოდი ეფექტური საშუალებაა დამოკიდებულებების შესასწავლად. რაოდენობრივი კვლევა დაეყრდნობა რეპრეზენტატულ შერჩევას, რაც კვლევების შედეგების გენერალურ ერთობლიობაზე განზოგადების საშუალებას მოგვცემს. რესპოდენტები წარმოდგენილ იქნებიან თბილისის ხანდაზმულები (ასაკი 65 +). დაახლოებით 200-250 ხანდაზმულს ჩაუტარდებათ კვლევა, დამუშავდება და განიხილება მონაცემები. საზომი ინსტრუმენტები კვლევა ჩატარდება რამდენიმე კითხვარის გამოყენებით. კვლევაში ჩართული ცვლადების გასაზომად ჩნდება უცხოური ინსტრუმენტის ადაპტაციის საჭიროება. შესაბამისად, ძირითად კვლევას წინ უსწრებს შესაბამისი ტესტების ქართული ვერსიების შემუშავების პროცესი. გამოსაყენებელი ინსტრუმენტები: ა) CASP-19 ცხოვრების ხარისხის საზომი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს ოთხ დომეინს („კონტროლი“, „ავტონომია“, „სიამოვნება“ და „თვითრეალიზაცია“. ბ) CES-D სკალა, დეპრესიის სიმპტომების გასაზომი სკალა. სკალის ელემენტები წარმოადგენს დეპრესიასთან ასოცირებულ სიმპტომებს, რომლებიც გამოყენებული იყო ადრე ჩატარებულ უფრო დიდი მასშტაბების კვლევაში. გ) General health Questionnaire (GHQ) ზოგადი ჯანმრთელობის კითხვარი. GHQ არის 12 პუნქტიანი სკალა, რომელიც განკუთვნილია ფსიქიატრიული ავადობის ზოგადი სკრინინგის ინსტრუმენტად. დ) Satisfaction with life scale (SWLS) ცხოვრებით კმაყოფილების სკალა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ინსტრუმენტი ცხოვრების, ზოგადად, კმაყოფილების გასაზომად (5). მიზანი 2. სარეკომენდაციო პაკეტების შემუშავება პირველადი კონტროლის დაკარგვა ცხოვრების რამდენიმე სფეროზე, რომელიც ახასიათებს ამ ცხოვრებისეულ სტადიას, შეიძლება წარმატებით ანაზღაურდეს ისეთი ფსიქოლოგიური რესურსების განვითარებით, როგორიცაა ადაპტაციური მარეგულირებელი სტრატეგიების გაძლიერება. ეს აქტივები ყალიბდება ინდივიდუალური და კონტექსტური ფაქტორებით; ამ მიზნით, ხანდაზმულ ადამიანებთან მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებმა ხელი უნდა შეუწყონ ხანდაზმულ ინდივიდებს საკუთარი მდგომარეობის პოზიტიურ შეფასებაში საკუთარ თვითშეფასების აღქმაზე დაყრდნობით. ეს რესურსები წარმოადგენს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კაპიტალს, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს იმ პროგრამების კონტექსტში, რომლებიც ეხება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოხდება მტკიცებულებით ინფორმირებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის საჭირო რესურსების იდენტიფიკაცია, ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტებისათვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის მომსახურების სტანდარტის შექმნისა სარეკომენდაციო პაკეტების ნუსხა, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტთა პრაქტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტად იქცევა. მიზანი 3. მოწყვლად ჯგუფებთან, ასევ საჯარო სექტორის წარმომადგენელ პირებთან კონსულტაციების ჩატარება რეკომენდაციების გაცემის მიზნით კვლევა ხელს შეუწყობს ხანდაზმული ადამიანების პერსპექტივების უკეთ დანახვას კარგად დაბერების შესახებ. ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის გაძლიერება, სოციალურ და დასასვენებელ აქტივობებში მონაწილეობა, ჯანსაღი კვების ჩვევები, ცხოვრებაში მიზნის ქონა და ინტელექტუალურად დაკავებული ყველა ხელშემწყობი ფაქტორია კარგად დაბერებაში.
ხელმძღვანელი: ბურდული ნანა
მონაწილეები: გოგიჩაიშვილი მარიამ,ნინოშვილი ეკა,საკანდელიძე კესანე,სოლოღაშვილი ელიზავეტა,ტყეშელაშვილი ლელა,ფურცელაძე ელენე,ქიტოშვილი ნინო,ჩომახიძე ელენე
საკითხის აქტუალობა: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაიწერა ხანდაზმულობასა და კეთილდღეობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ, ეს საკითხი კვლავ დებატების წყაროს წარმოადგენს მეცნიერების, პოლიტიკოსებისა და მედიას შორის (2). სიცოცხლის ციკლის განმავლობაში კეთილდღეობის ნიმუშების იდენტიფიცირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მკვლევრებს გამოაქვთ განსხვავებული, ზოგჯერ კი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები. კეთილდღეობის მდგომარეობა მრავალმხრივი ფენომენია, რომელიც ეხება ინდივიდის სუბიექტურ გრძნობებს და ხანდაზმულთა პერსპექტივების შესწავლა კარგად დაბერების შესახებ ხდება კვლევის მნიშვნელოვანი სფერო. ამ მხრივ, კვლევის მნიშვნელობა სცდება ვიწრო დარგობრივ ინტერესს და ზოგად სამეცნიერო ღირებულებას იძენს. კვლევის მიზანია ხანდაზმულობის პროცესისა და კეთილდღეობას შორის ურთიერთკავშირის შესწავლა და შედეგების განხილვა ეკონომიკის, ფსიქოლოგიისა და გერონტოლოგიის თვალსაზრისით. კვლევის შედეგები პასუხობს ფართო საზოგადოებრივ ინტერესს. კვლევის მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება იმ ეფექტის შესწავლაზე, რომელიც წარმოადგენს სუბიექტურ კეთილდღეობაზე ასაკის მომატების ზემოქმედების შედეგს. სუბიექტური კეთილდღეობა არის ფაქტორი, რომლის გაზომვა და განსაზღვრა თავისთავად ვრცელი კვლევის თემაა. მნიშვნელოვანია იმ რისკ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტური კეთილდღეობის დაბალ მაჩვენებლებთან როგორ ხანდაზმულ ქალებში, ასევე მამაკაცებში.
მოსალოდნელი სიახლე: ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია ხანდაზმულ ასაკში. ამ ურთიერთდამოკიდებულების კვლევა მეტად მნიშვნელოვანი ხდება თუნდაც იმიტომ, რომ ქრონიკული დაავადებების გავრცელების რისკი იზრდება ასაკის მომატებასთან ერთად. სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად სიცოცხლისათვის საზიანო დაავადებების გაზრდის ალბათობიდან გამომდინარე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ხანდაზმულ ასაკში კეთილდღეობის შენარჩუნება. ხანდაზმულ ადამიანებზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ცხოვრების ხარისხის შეფასებაზე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა არსებობს კონკრეტული მონაცემები, რომელთა თანახმად, პოპულაციაში ცხოვრების საშუალო შეფასება ასაკთან ერთად იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობის გარდა, სხვა მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას; ეს ფაქტორებია: მატერიალური პირობები, სოციალური და ოჯახური ურთიერთობები, სოციალური როლები და აქტივობები, ასევე ფაქტორები, რომლებიც იცვლებიან ასაკის მატებასთან ერთად. სხვადასხვა კვლევების თანახმად, კეთილდღეობა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დამცავი ფაქტორიც კი, რაც ამცირებს ქრონიკული ფიზიკური დაავადებების რისკს (3, 4). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევის ინტერესი რეალობის გაანალიზებაა, სამეცნიერო ფუნდამენტური კვლევა „ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ხანდაზმულობა“ თავისი არსით ინტერდისციპლინური ხასიათისაა მისი შესასწავლი საკითხებით. კვლევის ინოვაციურობას წარმოადგენს: ა) ხანდაზმულ ადამიანებზე კვლევების ჩატარება იმ ფაქტორების გამოვლენის მიზნით, რომლებიც კეთილდღეობასთან კავშირია; ბ) კვლევის შედეგების გათვალისწინებით სარეკომენდაციო პაკეტების შემუშავება და გავრცელება როგორც მოწყვლად, ასევე საზოგადოების ჯგუფებსა და ჯანდაცვის სექტორში, რომლებიც უზრუნველყოფენ ხანდაზმულებს ადეკვატური რესურსებით; გ) კვლევის ინსტრუმენტების ადაპტაცია ქართული პოპულაციის ფარგლებში; დ) კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ასახვა ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალ(ებ)ში შედეგების გაზიარების მიზნით; ე) ახალგაზრდა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა კვლევის ინსტრუმენტების ადაპტაციაში მონაწილეობის მიღებით, მკვლევრისთვის დამახასიათებელი ცოდნისა და უნარების შეძენის მიზნით; ვ) რეკომენდაციებისა გაცემა მოწყვლად ჯგუფებში.
სავარაუდო გეგმა: I წელი - 3000 ლარი შესასრულებელი სამუშაო - ტესტების ადაპტაცია, მონაცემების დამუშავება - ტესტების საპილოტე ვერსიების შემუშავება, რეპრეზენტატული ჯგუფების მოძიება და ტესტის საპილოტე ვერსიების ჩატარება, მონაცემების დამუშავება და ტესტის საბოლოო ვერსიის შექმნა II წელი - 3000 ლარი შესასრულებელი სამუშაო - სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა, ტესტების მომზადება, გამოკითხვის ჩატარება, მოპოვებული მონაცემების დამუშავება III წელი - 5000 ლ შესასრულებელი სამუშაო - მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია და ანალიზი, გზამკვლევის შექმნა, სარეკომენდაციო პაკეტების დაბეჭდვა და გავრცელება, სტატიის გამოქვეყნება (ქართულ, უცხოურ ჟურნალებში)
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: სოციალურ მეცნიერებათა სკოლა,ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: დამუშავების პროცესში
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება: 11000
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა