საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: აშშ 1914-21 წლების ქართული პრესის ფურცლებზე
მოკლე აღწერა: კვლევის ობიექტი: ქართული პრესის ის მასალები, რომელებშიც გაშუქებეულია 1914-1921 წლების აშშ-ს და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები - მათი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. კვლევის საგანი: - 1914-1921 წლების ქართული პრესის მასალები, რომელშიც გაშუქებულია პირველი მსოფლიო ომის და შემდგომი ეტაპის აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ სამხედრო მდოგომარეობა, მსოფლიო ომის დამთავრება და საზავო პირობები - ევროპელი, რუსი და ქართველი პუბლიცისტების ანალიტიკური, მიმოხილვითი სტატიები, დოკუმენტური მასალა და მოკლე ცნობები; - თანამედროვე ქართველი ჟურნალისტიკის მკვლევრების ექსპერტული მოსაზრებები ამერიკულ პრესაზე ქართულ ჟურნალისტიკაში; კვლევის მიზანი: გავაანალიზოთ და ვაჩვენოთ, თუ როგორ აისახება პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული საერთაშორისო მდგომარეობა, მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში; ასევე, დავადგინოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის მკვლევრების ექსპერტული მოსაზრებები მეოცე საუკუნის ქართულ პრესაში მსოფლიო მოვლნების ასახვაზე და ამ ეპოქის სწავლების პერსპექტივები უკუვე თანამედროვე, 21-ე საუკუნის ქართულ ჟურნალისტიკაში; კვლევის ამოცანები: - დავადგინოთ, თუ რა პრინციპებით და შეფასებებით ხელმძღვანელობს ქართული მედია 1914-1921 პერიოდის მსოფლიო ისტორიული მოვლენების გაშუქებეისას - რა დასკვნებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკუური მდგომარეობის გათვალისწინებით; - შევისწავლოთ, რა საშუალებებზე დაყრდნობით აწვდის პრესა მოპოვებულ ამსალებს მკითხველს; - რამდენად ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და რა სახთ აკეთებს აქცენტს მკითხველზე; - დავადგინოთ განსხვავება ომამდე და ომის შემდგომი პერიოდების მასალების გაშუქებას შორის - როგორ ახდენდა გავლენას პრესაზე საცენზურო კომიტეტი, როგორი იყო ტექნიკური მხარე და პრესის გავრცელების საშუალებები; - ვაჩვენოთ, თუ რამდენად ფართოდ ასახავს და აცნობს ქართული პრესა მკითხველს მსოფლიო პოლიტიკურ თუ ეკომონიკურ მოვლენებს; - დავადგინოთ, თუ რამდენად რეიტინგული იყო ქართული პრესა ქართველ მკითხველში; - დავადგინოთ, თუ რა მიზეზების გამო აკეთებს აქცენტირებას პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ქართული პრესა (ამერიკა-მექსიკის ომი); - დავდგინოთ, თუ როგორი იყო პირველ მსოფლიო ომის მონაწილე რუსეთის იმპერიაში შემავალი ფრონტისპირა მხარის კოლონიალური პრესა - რა ძირეულ ცვლილებებს მოელოდა ამ ომისგან და რისი მომტანი იქნებოდა ის ქართველი ხალხისთვის; - დავადგინოთ თუ რა როლს ითამაშებს მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკის მოვლენების გაშუქება ქართულ პრესაში - თანამედროვე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში (საექსპერტო კვლევა); - რა პრესპექტივა აქვს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ამერიკული მასმედიის სწავლებას - როგორია ამ საკითხის სწავლების რეტროსპექტივა და სამომავლო პერსპექტივები (საექსპერტო კვლევა);
ხელმძღვანელი: მაჭავარიანი მაია
მონაწილეები: ბანძელაძე მარი,დარსაველიძე მარინე,ჭანკოტაძე დიანა
საკითხის აქტუალობა: კვლევის აქტუალურობა და მეცნიერული სიხალე სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის მსოფლიოშიც ძალზედ აქტუალურია ომის თემა და მასთან დაკავშირებული საკითხები - შესაბამისად, ის დღემდე ექცევა საერთაშორიოს ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნების ყურადღების ქვეშ. მასმედიას და მის მიერ მოვლენათა გაშუქებას აღნიშნული პრობლმის მოგავრებაში უმნიშვნელოვანერი მისი აკისრია; ამდენად, დღევანდელი გადასახედიდან მეტად აქტუალური და საინტერესოა იმის დაფიქსირება და მომავალი თაობების ჟურნალისტებისთვის გადაცემა, თუ როგორ ასახავდა 1914-1921 წლების მოვლენებს მაშინდელი ქართული გამოცემები - რაც არამარტო დარგის ისტორიის სწვალების, არამედ თანამედროვე პრესის მიღწევების დინამიკის დაფიქსირებისთვისაა აუცილებელი. ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგნეს ისიც, რომ დღემდე არ არსებობს წარმოდგენილი თემის ირგვლივ ერთიანი, სისტემატიზირებული კვლევა, რომელიც გააერთიანებს ერთის მხრივ მეორად მონაცემებს და მეორეს მხრივ - ემპირიული, პირველადი საექსპერტო კვლევის მონაცემებს.
მოსალოდნელი სიახლე: ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგნეს ისიც, რომ დღემდე არ არსებობს წარმოდგენილი თემის ირგვლივ ერთიანი, სისტემატიზირებული კვლევა, რომელიც გააერთიანებს ერთის მხრივ მეორად მონაცემებს და მეორეს მხრივ - ემპირიული, პირველადი საექსპერტო კვლევის მონაცემებს.
სავარაუდო გეგმა: 1. კვლევის პირველი ეტაპი - მეორად მონაცემთა ანალიზი (1914-21 წლების ქართული პრესის მასალები, ქრონოლოგიური ჩარჩოები, წყაროთმცოდნეობის ბაზები, საარქივო მასალები) 2. კვლევის მეორე ეტაპი - ემპირიული, ექსპერტული კვლევა - 3 სიღრმისეუელი ინიტერვიუ;
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების დეპარტამენტი
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 1100
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა