საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: სისტემების სტრუქტურული ანალიზის ლოგიკურ-ალბათური მეთოდების კომპიუტერული პროგრამული კომპლექსის შექმნა
მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია სისტემების სტრუქტურული ანალიზის ლოგიკურ-ალბათური მეთოდების კომპიუტერული პროგრამული კომპლექსის შექმნა, სწავლების მეთოდიკის გაუმჯობესება, თეორიულ სწავლებასთან ერთად კურსის ორიენტირება პრაქტიკულ მაგალითებზე, არსებული სახელმძღვანელოს რედაქტირება და ადაპტირება ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის. ამოცანები. 1. სისტემების სტრუქტურული ანალიზის ლოგიკურ-ალბათური მეთოდების დეტალური ალგორითმიზაცია და ალგორითმული ენის შერჩევა. 2. პროგრამული კომპლექსის დიზაინის შემუშავება, მონაცემების შეტანისა და შედეგების გამოტანის ფორმების დამუშავება. 3. სისტემების სტრუქტურული ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და აპრობაცია. 4. კვლევის პრაქტიკული სავარჯიშოების მომზადება სხვადასხვა ტიპის რთული სისტემების სტრუქტურული ანალიზის, ეფექტიანობის მაჩვენებლების შეფასებისა და ოპტიმალური სტრუქტურის სისტემების დაპროექტების მიზნით. 5. სამეცნიერო სტატიის მომზადება და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნება. 6. საკონფერენციო მოხსენებისა და პრეზენტაციის მომზადება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარდგენა. 7. სისტემების სტრუქტურული ანალიზის სახელმძღვანელოს ახალი რედაქციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე და მისი დაბეჭდვა UG-ის გამომცემლობაში.
ხელმძღვანელი: ცირამუა სერგო
მონაწილეები: ბიტმალკიშევ დავით,სულხანიშვილი სულხან
საკითხის აქტუალობა: ლოგიკურ-ალბათური მეთოდების პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო სტუდენტები დიდ დროს ხარჯავენ ლოგიკური ფუნქციების ხელით გარდაქმნაზე სტრუქტურული ელემენტების მცირე რაოდენობის მქონე სისტემების კვლევისას, ხოლო დიდი განზომილების სისტემების კვლევა საერთოდ ვერ ხერხდება, რაც აძნელებს სისტემების სტრუქტურული ანალიზის კურსის შედეგების მიღწევას, ამავე დროს აფერხებს სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში სისტემების სტრუქტურული ანალიზისა და კვლევის მეთოდების გამოყენებას. შესაბამისად მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვანი ლოგიკურ-ალბათური მოდელირების ავტომატიზაცია, სისტემების სტრუქტურული ანალიზის, კვლევისა და ეფექტიანობის მაჩვენებლების შეფასების კომპიუტერული პროგრამული კომპლექსის (კომპიუტერული სიმულატორის) შექმნა, რაც გამოიწვევს სწავლების მეთოდიკის შესაბამის ცვლილებას და გაუმჯობესებას, პრაქტიკული მაგალითების რაოდენობის გაზრდას, ასევე, კურსის სახელმძღვანელოს და სილაბუსის ცვლილებასაც სწავლების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
მოსალოდნელი სიახლე: 1. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება სისტემების სტრუქტურული ანალიზის ლოგიკურ-ალბათური მეთოდების კომპიუტერული პროგრამების კომპლექსი (პროგრამული სისტემა, კომპიუტერული სიმულატორი), რომლის გამოყენებით შესაძლებელი გახდება დიდი განზომილების სისტემების კვლევა, ანალიზი, ეფექტიანობის მაჩვენებლების რაოდენობრივი შეფასება და ოპტიმალური სტრუქტურის სისტემების დაპროექტება. 2. შეიქმნება პრაქტიკული ამოცანების სავარჯიშოთა კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზე. 3. მომზადდება და ახალი რედაქციით გამოიცემა სისტემების სტრუქტურული ანალიზის ქართული და ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო.
სავარაუდო გეგმა: პროექტის გეგმა-გრაფიკი 1 მოსამზადებელი სამუშაოები, პროექტის დაგეგმვა, პროექტის გუნდში ფუნქციების განაწილება 2 ალგორითმებისა და პროგრამული სისტემის დიზაინის დამუშავება 3 პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და აპრობაცია 4 პრაქტიკული ამოცანების შედგენა, სავარჯიშოთა კრებულის მომზადება, ინგლისურად თარგმნა 5 სახელმძღვანელოს რედაქტირება, ინგლისურად თარგმნა და გამოცემა 6 სამეცნიერო სტატიის მომზადება, ინგლისურად თარგმნა და სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად გაგზავნა 7 საკონფერენციო სტატიისა და პრეზენტაციის მომზადება, საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნა 8 სისტემების სტრუქტურული ანალიზის კურსის ახალი სილაბუსის მომზადება 9 პროექტის შედეგების ანგარიშის მომზადება და პრეზენტირება
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“
სკოლა/დეპარტამენტი: ინფორმატიკის დეპარტამენტი,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
დაწყება: 2023-03-01
დასრულება: 2024-02-28
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 19680 ლარი
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: ძირითადი პერსონალის სახელფასო - 9840 ლარი, დამხმარე პერსონალი (თარჯიმანი) - 2000 ლარი, საქონელი და მომსახურება - 7840 ლარი
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა: 19680 ლარი
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა