პროექტის დასახელება: |
ინგლისურენოვანი პროფესიული კომუნიკაციის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი სწავლის პროგრამის კონსტრუირების პრინციპები |
მოკლე აღწერა: |
წარმოდგენილი პროექტის მიზანია ინგლისურენოვანი B2+ დონისათვის პროფესიული კომუნიკაციის პროგრამის შექმნა ენის შემსაწვლელის მოთხოვნებისა და ინტერესების, რელევანტური მეთოდური და დიდაქტიკური პრინციპების გათვალისწინებით, რაც გულისხმოს:
1. ინგლისურენოვანი პროფესიული კომუნიკაციის ძირითადი თემატური განზომილებების განსაზღვრას;
2. თემატური განზომილებების თემატურ ბლოკებად ჩამოყალიბებას;
3. თემატური ბლოკების ენობრივი მასალით დატვირთვას;
4. მასალის გრადუალურ განლაგებას;
5. სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოთა კონსტრუირებას თემატური ბლოკების მიხედვით;
6. კომპიუტერული პროგრამის შექმნას პროფესიული კომუნიკაციის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი სწავლისათვის. |
ხელმძღვანელი: |
ჩხეიძე მაია |
მონაწილეები: |
ბაგაევა ირინა,ბიტმალკიშევ დავით |
საკითხის აქტუალობა: |
თანამედროვე ლინგვისტიკაში სულ უფრო ცხადი ხდება ინტედისციპლინარიზმის რეალიზაციის აუცილებლობა. ლინგვისტური სააზროვნო სივრცე არ განიცდის იმ ტიპის ნაშრომთა სიმცირეს, რომელშიც დეკლარირებულია აღნიშნული აუცილებლობა, თუმცა იმ ტიპის სინთეზის განხორციელება, რომელიც მოიცავს კვლევის განხორციელებადობის, პრაქტიკული და თეორიული მიზანშეწონილობის მოდუსებს, კვლავ პრობლემატური რჩება.
აღნიშნული ტიპის სინთეზის პრაქტიკული რეალიზაცია წარმოადგენს არა მხოლოდ ლინგვისტური, არამედ, ზოგადად, ჰუმანიტარული აზროვნების ინტერდისციპლინარულობის უზრუნველყოფის გზას.
წარმოდგენილი პროექტი ფოკუსირებულია კვლევისა და შემოქმედების იმ ფეროზე, სადაც ჰუმანიტარული სამეცნიერო დისციპლინები, კერძოდ კი, ლინგვისტიკა იკვეთება კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან. ლინგვისტიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიის „შეხვედრა“ თანამედროვე სამეცნიერო აზროვნების გზაზე სულიად გამართლებულია საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული უნივერსიტეტი ფლობს იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც საჭიროა ინტერდისციპლინური კვლევითი საქმიანობის წარმართვისათვის, კერძოდ კი, ინგლისურენოვანი პროფესიული კომუნიკაციის პროგრამის შექმნისათვის. |
მოსალოდნელი სიახლე: |
ინგლისურენოვანი B2+ დონისათვის პროფესიული კომუნიკაციის პროგრამის შექმნა ენის შემსაწვლელის მოთხოვნებისა და ინტერესების, რელევანტური მეთოდური და დიდაქტიკური პრინციპების გათვალისწინებით. |
სავარაუდო გეგმა: |
1. ინგლისურენოვანი პროფესიული კომუნიკაციის თემატურ განზომილებათა განსაზღვრა; UI შექმნა/შემუშავება - თვე I
2. თემატური განზომილებების თემატურ ბლოკებად ჩამოყალიბება; UI შექმნა/შემუშავება - თვე II
3. თემატური ბლოკების ტექსტებით დატვირთვა; მოდელის შემუშავება და ფუნქციონალის შექმნა თემატური ბლოკების ტექსტების შენახვისა და განთავსებისათვის აპლიკაციაში - თვე III-IV-V
4. თემატური ბლოკების ტექსტებში დომინანტური კონცეპტების იდენტიფიცირება; მოდელის შემუშავება და ფუნქციონალის შექმნა თემატური ბლოკების ტექსტების დომინანტური კონცეპტების შენახვისა და განთავსებისათვის აპლიკაციაში - თვე VI-VII-VIII
5. დომინანტურ კონცეპტთა ლექსემებით, ფრაზეოლოგიზმებით, სინტაქსური კონსტრუქციებით, ტექსტებითა და ტექსტთა ერთობლიობით რეპრეზენტაციის შესაძლებლობათა ანალიზი; მოდელის შემუშავება და ფუნქციონალის შექმნა დომინანტურ კონცეპტთა ენობრივი ობიექტივატორების შენახვისა და განთავსებისათვის აპლიკაციაში; ნეირონული ქსელის აგება, მოდელის შექმნა ტესტის გაშინაარსებისათვის - თვე IX-X
6. სავარჯიშოების კონსტრუირება თემატური ბლოკების მიხედვით; მოდელის შემუშავება და ფუნქციონალის შექმნა თემატური ბლოკების სავარჯიშოების შენახვისა და განთავსებისათვის აპლიკაციაში; ნეირონული ქსელის აგება, მოდელის შექმნა ტესტის გაშინაარსებისათვის - თვე XI-XII |
დონორი: |
საქართველოს უნივერსიტეტი |
გრანტი: |
საუნივერსიტეტო კვლევების განვითარების პროგრამა |
სკოლა/დეპარტამენტი: |
ევროპული ენების და ფილოლოგიის დეპარტამენტი |
დაწყება: |
2023-01-01 |
დასრულება: |
2023-12-31 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
დაფინანსდა |
პროექტის ღირებულება: |
19,980 |
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
19,980 |
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|